პარკირების ნიშნები
ფასიანი პარკირების ადგილებზე დამონტაჟებულია პარკირების ნიშანი და მასზე დატანილია კომპანია “სი-ტი პარკ”-ის ლოგო.
![]() |
| პარკირების ნიშანი |
ფასიანი პარკირების ადგილებში პარკირების ნიშანს ქვევით განთავსებულია დგომის მეთოდის მანიშნებელი საინფორმაციო დაფა.
პარკირება გზის სავალ ნაწილზე ნებადართულია თუ გზის გასწვრივ დგას პარკირების ნიშანი “სი-ტი პარკ”-ის ლოგოთი და გზის სავალი ნაწილი დახაზულია თეთრი ფერით. გზის სავალ ნაწილზე არსებობს დგომის სამი მეთოდი:
![]() |
![]() |
![]() |
| პარალელური | მართობული | 45 გრადუსი |
იმ შემთხვევაში, თუ გზის სავალ ნაწილზე დგას ნიშნები „დგომა აკრძალულია“ და „გაჩერება აკრძალულია“: ავტომანქანის დგომა/გაჩერება კრძალულია როგორც გზის სავალ ნაწილზე ასევე ტროტუარზე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ტროტუარზე პარკირება ნებადართულია და აღჭურვილია შესაბამისი საგზაო ნიშნებითა და საგზაო მონიშვნებით.
![]() |
![]() |
| დგომა აკრძალულია ან გაჩერება აკრძალულია | |
ტროტუარზე ავტომობილის პარკირება ნებადართულია იმ შემთხვევაში, როდესაც ტროტუარზე დგას ნიშანი
“სი-ტი პარკ”-ის ლოგოთი და ტროტუარი დახაზულია თეთრი ფერით.
არსებობს ტროტუარზე პარკირების ოთხი მეთოდი:
![]() |
![]() |
| ოთხივე საბურავი ასული ტროტუარზე (მართობული) | ორი წინა საბურავით ასული ტროტუარზე (მართობული) |
![]() |
![]() |
| ოთხივე საბურავი ასული ტროტუარზე (პარალელური) | ორი გვერდითი საბურავით ასული ტროტუარზე (პარალელური) |
ტროტუარზე მანქანის გაჩერება აკრძალულია და ექვემდებარება დაჯარიმებას და სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანას როდესაც:
- ტროტუარის გასწვრივ გზის სავალ ნაწილზე დგას ნიშანი "დგომა აკრძალულია"
- ტროტუარის გასწვრივ გზის სავალ ნაწილზე დგას ნიშანი "გაჩერება აკრძალულია"
- გზის სავალ ნაწილზე და არა ტროტუარზე დგას ნიშანი. ამ შემთხვევაში პარკირება ნებადართულია გზის სავალ ნაწილზე და არა ტროტუარზე.
გთხოვთ გაითვალისწინოთ:
ჯარიმის ანუ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის გადახდა ხორციელდება
საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ:
მიმღების დასახელება: ბიუჯეტის შემოსულობების ერთიანი ანგარიში
მიმღების ბანკი: სახელმწიფო ხაზინა
ბანკის კოდი: TRESGE22
სახაზინო კოდი - 300773250
პარკირების საფასური გადახდა ხორციელდება:
ფიზიკური პირის მიერ ნებისმიერ საბანკო დაწესებულებაში, მის ფილიალში ან სწრაფი გადახდის აპარატის მეშვეობით.
ორგანიზაციების მიერ შპს “სი-ტი პარკ”-ის სპეციალურ ანგარიშზე-GE90BR0000010608618945
საფუძველი: გასააქტიურებელი ა/მანაქნის სახელმწიფო სარეგისტრაციო ნომრი მიმღების დასახელება: შპს “სი-ტი პარკ”
მიმღების ბანკი: ბანკი რესპუბლიკა
ბანკის კოდი: REPLGE22










